მეცნიერებათა სკოლის დირექციამ და   მასწავლებლებმა ონლაინ  პედსაბჭო ჩაატარეს. პედაგოგიურ საბჭოზე არჩეული იქნა საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. მასწავლებლებმა ისაუბრეს მომავალი სასწავლო წლის გეგმებზე და პერსპექტივებზე.2020 05 27 114943

შპს “მეცნიერებათა სკოლას” 2019 წლის 1 ივლისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. სკოლა მზად არის ახალი სასწავლო წლიდან უმასპინძლოს 1-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი და შეთავაზება დახვდებათ სკოლის  დირექციისაგან.logo final

IVდა VII  კლასის მოსწავლეები თბილის ეროვნულ გალერეას ესტუმრნენ. მასწავლებლებთან ერთად დაათვალიერეს XVII-XVIII საუკუნეების იტალიური სამხატვრო სკოლების გაერთიანებული ექსპოზიცია - ,,ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“. ასევე მოსწავლეები გაეცნენ ეროვნული გალერიის ქართველი მხატვრების პერმანენტულ ექსპოზიციებს. მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს აღნიშნული პერიოდის კულტურასა და ლიტერატურაზე.galery

ინტერაქტიული სწავლება გათვლილია ყოველი მოსწავლის სარგებელზე. ამ დროს აქცენტი კეთდება სწავლების ისეთ ფორმებზე, სადაც მოსწავლე აქტიურად ერთვება სწავლის პროცესში. მასწავლებელი ისე გეგმავს გაკვეთილს, რომ ყოველი მოსწავლე პოულობს თავის ადგილს და არ რჩება პასიური ან გარიყული.

25 თებერვალს მეცნიერებათა სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. პირველ ეტაპზე მოხდა კომისიის მიერ ელექტრონულად მიღებული განაცხადების გადარჩევა. გასაუბრება წარმოადგენდა კონკურსის მეორე ეტაპს. შერჩეული იქნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატები, რომლებიც სექტემბრიდან წარმართავენ სკოლის სასწავლო პროცესს.

მასწავლებელთა ვაკანტური ადგილების წარმოშობა გამოიწვია მეცნიერებათა სკოლის ლოკაციის ცვლილებამ თბილისიდან ქალაქ გორში, შესაბამისად, სკოლა მოსწავლეებს ახალ, კომფორტულ გარემოში ეპატიჟება.22

მეცნიერებათა სკოლასა და “ექსპერიმენტორიუმს” შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის ფარგლებში მეცნიერებათა სკოლის “პატარა მეცნიერებისთვის” დაიგეგმა რამდენიმე საინტერესო პროექტი.  ასევე დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის მუზეუმის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ვიზიტები, საექსკურსიო მომსახურება, სამეცნიერო შოუებისა და მასტერკლასების ჩატარება.sopo