scმეცნიერებათა სკოლა დაარსდა 2020 წელს, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე. მისი დამფუძნებლები და 50-50%იანი წილის მფლობელები არიან: ეკატერინე სუხიშვილი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და  სოფიო სუხიშვილი, საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი, ასოცირებული პროფესორი.

სკოლას უკავია 9000კვ.მ მიწის ფართობი და 2500კვ.მ სასწავლო ნაგებობა.
 
ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.
სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.
სავალდებულო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას გაივლიან. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა დამატებით გაეცნონ ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა დარჩენილ სფეროებს.
მეცნიერებათა სკოლა გორში შექმნილია სწავლებისა და სწავლისთვის სასიამოვნო, კომფორტული გარემო. სკოლა აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ლაბორატორიებით. კომპიუტერული ცენტრით, ბიბლიოთეკით მდიდარი წიგნადი ფონდით, დახურული სპორტული დარბაზით, ღია მოედნით, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები, კაფეტერია.
ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეების მოსაზრებებსა და სურვილებს, იმისათვის 
რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო თავგადასავლად ვაქციოთ.
 
მეცნიერებათა სკოლა შენი წარმატებისთვის!
Pin It