მიღება/რეგისტრაცია

სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  • პირველ კლასში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომენტისათვის.
  • სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე.

 

ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3x4).

გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე.

 

დ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი.

ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.

ზ) სსსმ მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.

 მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე.

ბ) მოსწავლის პირადი საქმე.

გ) მიმდინარე შეფასება.

დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ.

ე) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ.

ვ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი.

ზ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

თ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.

ი) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.

  • მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.
  • სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
  • დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.

     
    პირველკლასელთა რეგისტრაცია მეცნიერებათა სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი
     
     
Pin It