სასკოლო მზაობა

სადაც ბავშვები  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლისთვის ემზადებიან. 

სასკოლო მზაობის ჯგუფში  ირიცხებიან 5-6 წლამდე აღსაზრდელები

ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ. სასკოლო მზაობის ჯგუფი აღზრდისა და განათლების პროცესები სკოლამდელი განათლების საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა. ისევე, როგორც ამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2011 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადებული „სკოლამდელი განათლების პროგრამა განსაზღვრავს.

მეცნიერებათა სკოლის მზაობის ჯგუფი არის ბავშვების საყვარელი ადგილი, სადაც ისინი იწყებენ კვლევასა და აღმოჩენას. დღის განრიგი დაგეგმილია მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობის გათვალისწინებით. ყოველდღიური აქტივობები ეხმარება ბავშვებს  ენისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებში. დღის მანძილზე, ნებისმიერ ამინდში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ეზოში თამაშს.

პროგრამა დაგეგმილია ისე, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტების, როლური თამაშის, ხატვის, ძერწვისა და სხვა სახალისო აქტივობების დახმარებით, სწავლობენ სტრუქტურირებლ გარემოში კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვანია სკოლაში ადაპტაციისთვის.

დღის განრიგი დაგეგმილია ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად და ითვალისწინებს:

  • ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებას;
  • საწყისი წერითი უნარების განვითარებას;
  • მარტივი ლოგიკური დავალებების შესრულებას;
  • რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარებას.

თამაშით სწავლობენ:

  • მსჯელობას
  • წარდგენას
  • ლოგიკურ აზროვნებას
  • თანამშრომლობას
  • კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევა
  • წაკითხულის გააზრებას 

    აქ თავგადასავლები იწყება

    • აკვირდებიან გარემოს
    • ატარებენ ექსპერიმენტებს
    • ამზადებენ კერძებს
    • ხატავენ
    • ძერწავენ
    • ქმნიან მუსიკას
    • დაკავებულები არიან სპორტული აქტივობით
    • აქტივობებს აღსაზრდელები ფსიქოლოგისა  მუდმივი დაკვირვების ქვეშ განახორციელებენ. 

     

    სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 09:00-17:00.

    ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 20 ბავშვი

    პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში: 4

    2023-2024 სასწავლო წელს, ბაღის წლიური საფასური 2500 ლარია.

    გადასახადი მოიცავს:

    1. სამჯერადი ჯანსაღი კვება
    2. მცირერიცხოვანი ჯგუფები( 18-20 აღსაზრდელი ჯგუფში)
    3. ცეკვა,სიმღერა,ხატვა
    4. ინგლისური ენის საწყის ეტაპს
    5. გართობა-დასვენება ერთ სივრცეში
    6. ეკოლოგიურად სუფთა გარემო

     

  •  ტრანსპორტით სარგებლობა ნებაყოფლობით

     

     

Pin It