მისია

  მეცნიერებათა სკოლა ასრულებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ ამოცანებს და თავის მისიად მიიჩნევს მოსწავლეებს მისცეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებაზე დაფუძნებული ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით, რომელიც განუვითარებს მათ კვლევის უნარ-ჩვევებს, გაუღვიძებს ინტერესს გარემომცველი სამყაროს შესწავლის, აღმოჩენების გაკეთების, გაცნობიერების კუთხით.   სკოლა ჩამოუყალიბებს ოსწავლეებს მაღალმოქალაქეობრივ შეგნებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. აღნიშნული საშუალებას მისცემს მათ იყვნენ წარმატებულნი ნებისმიერ დარგში, საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, მიღებული ცოდნა გამოიყენონ როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.

ხედვა:

  • მოსწავლეები შეძლებენ უცხო და პრობლემურ საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას, მის კრიტიკულ ანალიზს, კონსტრუქციული დასკვნის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებას;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების სწავლებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემეცნებითი უნარები, გაუღვივდებათ ინტერესი ახალი ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის დამოუკიდებლად გამდიდრებისათვის
  • მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მოსწავლეებისათვის საწინდარი იქნება სწავლის შემდგომ საფეხურებზე წარმატებით გასაგრძელებლად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართველად.

ღირებულებები:

  • გუნდურობა- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული ჯგუფი;
  • მოქნილობა - გამოწვევების ეფექტური მართვა;
  • ხარისხზე ორიენტირება - ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მოთხოვნილი ხარისხი;
  • თანამშრომლობა - ღიაა  თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან;
  • გამჭვირვალობა- ღია და საჯარო მიდგომები სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესში;
  • სამართლიანობა- სკოლაში მიღებული გადაწყვეტილებები, ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს;
  • სოციალური პასუხიმგებლობა- სკოლა ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს,  მოსწავლეების, მშობლების   და   თანამშრომლების   აქტიური   ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
Pin It