მეცნიერებათა სკოლაში დაიწყო პროექტი: ,,გაიცანი პროფესია“, რომელსაც სკოლა ახორციელებს კოლეჯ ,,განთიადთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
პირველი აქტივობა იყო ,,რეგიონული ტურისტული გიდის“ პროფესიის გაცნობა, მოსწავლეები ეწვივნენ გორის ციხეს, სადაც მათ მოისმინეს გორის ციხის ისტორია და გაეცვნენ პროფესიონალი გიდის უნარ-ჩვევებს.
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ V-VI კლასის მოსწავლეები.
339314702 1142424173228973 300331141247486462 n

მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ,,აგროქართლის“ ხეხილის ბაღში და კარალეთის სასათბურე მეურნეობაში,
სადაც მათ კოლეჯ ,,განთიადის“ მასწავლებელმა -კახაბერ კახიაშვილმა გააცნო მეხილესა და მებოსტნის პროფესიები, სოფლის მეურნეობის პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში.
343183564 1586631428511350 8487612852442954394 n

 მეცნიერებათა სკოლა გორში ჩატარდა ვიქტორინა " ტვინების ბრძოლა". ვიქტორინაში მონაწილეობდნენ  III - IV კლასის მოსწავლეები, მონაწილეები დაიყვნენ სამ ჯგუფად,15 კითხვიდან ყველაზე ბევრი სწორი პასუხი გასცა გუნდმა "აინშტაინებმა".
334881625 753952396123070 7728791373278797101 n

მეცნიერებათა სკოლა გორში - ჩატარდა, შიდა სასკოლო ჩემპიონატი " ტვინების ბრძოლის" ფინალური შეხვედრა.

სადაც გაიმარჯვა გუნდმა "აინშტაინმა".

მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები და სერთიფიკატები.

343563769 102224246201874 1091609164894377618 n

მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად შეიღებეს ხელები,შეუერთდნენ სლოგანს "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.''

334909026 160095966537756 1277405999459586220 n