პირველი რთველი სკოლის ვენახებში. სახალისო ყურძნის კრეფა და დაწურვა. მოსწავლეებმა დააგემოვნეს თვისი დაწურული ბადაგი, გააკეთეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.121812521 3809658255730627 8461688278503291840 n

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მეცნიერებათა სკოლაში ადაპტაციის კვირეული მოეწყო. სკოლას პირველი კლასის მოსწავლეები და ფრი-სქულის აღსაზრდელები ესტუმრნენ. მათ ერთმანეთი გაიცნეს, მომავალ მასწავლებლებს შეხვდენ და  ერთად სახალისო დავალებებიც გააკეთეს. ყველაზე სასიამოვნო ადგილი კი კაფეტერია აღმოჩნდა, სადაც უგემრიელესი მაფინები დააგემოვნეს და უფრო მეტად იხალისეს. სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.kids

ანბანის სწავლის დაწყებისას ბავშვებს ესტუმრა ანბანელა ანბანეთის ქვეყნიდან, რათა ბავშვებისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გაეხადა სასწავლო პროცესი.122030960 3816965198333266 6177774497360150141 n

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიმდინარე წლის 24 ივლისის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით შპს მეცნიერებათა სკოლას მიენიჭა ქ. გორში ფუნქციონირების უფლება. სკოლა მზადაა სექტემბრიდან მიიღოს 1 დან 12 ის ჩათვლით ყველა კლასის მოსწავლე და უზრუნველყოს მათი სრულფასოვანი და ხარისხიანი განათლება სკოლის  პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად.c1eb4 1m7kktezf98gz6adpl5dgbq

ახალი სკოლა თანამედროვე სწავლების მეთოდებით, დისტანციური სწავლების შემდეგ,1 ოქტომბერს მოსწავლეებმა პირველად შეაღეს სკოლის კარები. პროფესიონალი პედაგოგების გუნდი,თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიურად სუფთა, დაცული გარემო - ყველა პირობაა საუკეთსო  განათლებისთვის.120500578 3405273149561073 1573596990838700899 o

ქალაქ გორის ბავშვთა და მოზარდთა სანიმუშო, სახალხო წოდების ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი "ლაჟვარდი" 2020-21 სასწავლო წლისთვის აცხადებს 5დან-16 წლამდე მოსწავლეთა მიღებას, რომლებიც გაივლიან 4 წლიან სწავლებას და ჩაირიცხებიან სახალხო ანსამბლში უფასოდ. ანსამბლი ფუნქციონირებს ქალაქ გორის მეცნიერთა სკოლის ბაზაზე. ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნონა გამხიტაშვილი 595 77 16 55

dance

მეცნიერებათა სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას 1 დან 12 კლასის ჩათვლით.  სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი, რომლებიც იზრუნებენ მათთვის ხარისხიანი განათლების მიღებაზე. სკოლაში ყველა პირობაა დაცული  COVID-19 პანდემიის ინფექციის თავის დასაცავდ.საკონტაქტო ინფორმაცია: 595 67 28 27; 599 32 50 40; მისამართი: ქალაქი გორი, გორგასლის ქ. N1

მობ

 შპს მეცნიერებათა სკოლაში 10-11 ივნისს  განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტის შედეგების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ერთხმად მიღებული  გადაწყვეტილებით, სკოლას  შემდგომი საქმიანობის ქალაქ გორში განხორციელების უფლება მიენიჭა. ვულოცავთ სკოლის დირექციას და მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას.სკოლა